ჩემი გენერალი-გიორგი კვინიტაძე

მე არ ვიცი წინასწარ, როგორი გამოვა ჩემი ესსე, მე უბრალოდ ვეცდები გადმოგცეთ ჩემი ემოცია.

ჩემი გენერალი, რომელიც უცებ შემოიჭრა ჩემში, ერთ-ერთ ონლაინსემინარზე ქალბატონ ნესტან ბაგაურისგან გავიცანი. ჩვენთვის, ემიგრანტი ბავშვებისთვის საოცრად გასაგებ და საინტერესოდ მოთხრობილ სემინარს, ყველა დიდი ყურადღებით უსმენდა. პირველი ,რაც აღმოვაჩინე იყო, რომ ჩემი გენერალი ემიგრაციაში ცხოვრობდა. ეს ბუნებრივიც იყო, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რომელსაც გულით უნდოდა ქართული ჯარი თანამდეროვე არმიის მსგავსი ყოფილო, ვერასდროს შეეგუებოდა ოკუპაციას. საქართველოს მთავარსარდალი ახოვანი, ქართული სიდარბაისლით გამორჩეული იყო. გენერლის მუნდირთან და სამხედრო კიტელთან ერთად აღმოჩენილი ქართული ჩოხა და ქალის ქართული კაბა ქართველობის და ვაჟკაცობის სიმბოლოა ჩემთვის. ჩემი გენერალი ქართულ ჩოხას ემიგრაციაში მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს ატარებდა. ჩემთვის ყველაზე ემოციური კიტელის ჯიბეში აღმოჩენილი წმინდა გიორგის ხატი გახლავთ. ჩემი გენერალი უფლის სიყვარულით შორიდან ეთაყვანებოდა თავის სამშობლოს. ჩემს გენერალს ყოველთვის სჯეროდა,რომ საქართველო თავისი კულტურით, წარსულით და განათლებით, უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი.

ვინ იცის, ალბათ როგორ ოცნებობდა, ეცხოვრა გაბრწყინებულ სამშობლოში. ღმერთს ქვეყნის ბედნიერებას და განსწავლულობას ევედრებოდა. “თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენ საქციელს”- ეს ჩემი გენერლის დანაბარებია.

ჩვენ, პატარა ემიგრანტებს, გვიყვარს ჩვენი სამშობლო! ჩვენ, პატარა ემიგრანტები, აუცილებლად მივაღწევთ იმდენს, ”რომ გაუწიოთ ერთმანეთს და ჩვენ ქვეყანას, ერთგული სამსახურია”,

იმ 20% – საც აუცილებლად მალე მოევლება.

სიყვარულით თქვენი სანდრო

Leave a Comment