ჩვენი კურსები

465x417

ონლაინსკოლის ძირითადი პრინციპები:

0
მოსწავლე
0
ხელმისაწვდომი კურსები
0
ქვეყანა
0
ონლაინშეხვედრა

მოგესალებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

ღვთის განგებულებით ქართველები დღეს მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ვსაქმიანობთ, ვქმნით ოჯახებს, ვზრდით შვილებს, ვიმდიდრებთ სულიერ სამყაროს უნიკალური კულტურული მონაპოვრებით, რაც გვხვდება ჩვენ მიერ საცხოვრებლად არჩეულ ქვეყნებში და იმავდროულად ვართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის დესპანებიც.

რადგან ქართულ დიასპორებად მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეს მისია დააკისრა ღმერთმა,  დიდი ძალიხმევაა  საჭირო, რომ განათლებით, საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის ცოდნით, სამოქალაქო ცნობიერების მაღალი დონით შევძლოთ ადაპტირება  გარემომცველ სოციუმში, როგორც თანასწორებმა თანასწორთა შორის.

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ყოველთა ქართველთა გაძლიერებისათვის, გაერთიანებისათვის, განსაკუთრებით კი უცხოეთში დაბადებული პატარა ქართველებისთვის გეგმავს შემეცნებით, აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას.

ჩვენი ფონდი მზადაა შექმნას საჭირო სერვისები უწყვეტი განათლების ციკლების  განსახორციელებლად, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება და ასე დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს სოციუმში ადაპტაციისა და შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციების შეძენაში.  

ძვირფასო თანამემამულენო, იმედი მაქვს, თქვენთან ერთად შევძლებთ გულანთებული ქართველების, განათლებული ახალი თაობის აღზრდას, რომელიც უშურველად მოახმარს თავის შესაძლებლობებს გაერთიანებული, ძლიერი საქართველოს მშენებლობას!

თიკა სვანიძე ვენკო

ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი

პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული   ონლაინსკოლა –   „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ -ს დამფუძნებელი

ჩვენი ბლოგი

სანდრო რობაქიძის ესსე – “ჩემი გენერალი-გიორგი

მე არ ვიცი წინასწარ როგორი გამოვა ჩემი ესსე, მე უბრალოდ ვეცდები გადმოგცეთ ჩემი ემოცია. ჩემი

ელე ტარიელაშვილის ესსე – “ჩემი გენერალი-გიორგი

მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც ომი, ოფიცერი, გენერალი მხოლოდ სირცხვილით მოიხსენიება. მაგრამ მე იმ ქვეყნის შვილი

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე“

ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურისა ცენტრისა და „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა –

0

Copy link