ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურისა ცენტრისა და „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა – „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ შეიქმნა.

ონლაინ გაკვეთილების პლატფორმა პროგრამის, „ახალგაზრდული ხიდების მშენებლობა“(„Building Youth Bridges“), ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ფონდის დამფუძნებელი, ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო აღნიშნავს, ონლაინ გაკვეთილების პლატფორმა საქართველოში მყოფ ქართველ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ ქართველ თანატოლებს შორის ახალგაზრდული ხიდების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო კორონავირუსის პანდემიის დროს, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის.

ფონდის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ონლაინ გაკვეთილები მოზარდებისთვის პანდემიის პერიოდში სრულიად უფასო იყო და ამასთანავე, პროექტში მასწავლებლებიც მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულები.

შემეცნებით-გასართობი ონლაინგაკვეთილები, მოზარდებს სასარგებლო ცოდნას შესძენს. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ ეკონტაქტონ ქართველ თანატოლებს, შეიძინონ ახალი მეგობრები, რაც ამ რთულ ვითარებაში სტრესთან გამკლავების კარგი საშუალებაა.