მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც ომი, ოფიცერი, გენერალი მხოლოდ სირცხვილით მოიხსენიება. მაგრამ მე იმ ქვეყნის შვილი ვარ სადაც ომი, ოფიცერი, გენერალი სიამაყესა და ვაჟკაცობასთან ასოცირდება. და მე ვარ ამაყი, რომ მყავს ისეთი გენერალი როგორიც გიორგი კვინიტაძეა.

” აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი”( ნოე ჟორდანია) ვიცი რომ, მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები, დამოუკიდებელი საქართველოსთვის. გენერალი კვინიტაძის ინიციატივით დაარსდა თბილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. მისივე აღზრდილ ჯარს სარდლობდა იგი თბილისი-კოჯორი-ტაბახმელის მიდამოებში. ბრძოლის წინ კი ჯარისკაცებს უთხრა: “არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა.”

…და შემდეგ იყო შორს ფესვებისგან, შორს ემიგრაციაში. სავსე ტკივილით, მონატრებით, ცარიელი ჯიბეებითა და მაწვნით სავსე ქილებით.

თავად ემიგრანტი, ვიცი რას გრძნობდა ჩემი გენერალი!

ბატონო გენერალო! გავიდა წლები და რუსეთი ისევ ცდილობს ჩაყლაპოს საქართველო… მაგრამ ჩვენ არ გვეშინია!

ჩვენ, ბავშვები… ოცნების ჯარისკაცები, დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში და ვიბრძოლებთ… ვიბრძოლებთ რწმენით, ქართულ ენით, კალმებით… თუნდაც იარაღით, რათა ჩვენს თანატოლებს აღარასოდეს მოუწიოს ფანჯრებ ჩამსხვრეულ საკოლაში სწავლა, მავთულხლართებში ძრომა და მდინარის გადაცურვა, საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოსახვედრად.

ჩვენ დავბრუნდებით ჩემო გენერალო, რათა აღარ ვიყოთ ამდენი ემიგრანტი. ჩვენ დავბრუნდებით, რადგან აღარ გვინდა ჩვენი მშობლების თვალებში მუდმივი სევდის წაკითხვა.

ჩვენ დავბრუნდებით ჩემო გენერალო! ჩვენ დავბრუნდებით!

ელე ტარიელაშვილი, 14 წლის. ბერლინიდან

2020 წელი.