ონლაინ სკოლა

მზრუნველთა საბჭო

მზრუნველთა საბჭო შედგენილია ონლაინსკოლის მოსწავლეთა მშობლებისა  და  საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისაგან. ის  მოწოდებულია მონაწილეობა მიიღოს ონლაინსკოლის განვითარებაში, ხელი შეუწყოს შემეცნებითი, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობების საფუძვლად მოაზრებული  ღირებულებების დაცვასა  და განმტკიცებას.

ამასთანავე მზრუნველთა საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონლაინსკოლის საქმიანობაში.   საბჭო ქმედითი სტრუქტურაა, რომელიც ზედამხედველობს ონლინსკოლასთან დაკავშირებულ საქმიანობას და მხარს უჭერს მის განვითარებას ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსებით.

მნიშვნელოვანია, რომ მზრუნველთა საბჭოს დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იყოს  რეგიონული პრინციპი, რათა ონლაინსკოლის მუშაობაში მონაწილეობდეს ყველა აქტიური დიასპორა.

Copy link