დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის

უცხოეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეებისათვის  იწყებს  ვიდეოგაკვეთილების ციკლს დიასპორული ონლაინსკოლის ფარგლებში.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადამიანის თავისუფალ განვითარებას. მომავალ თაობებს სჭირდებათ  გარკვული ცოდნის შეძენა, უნარებისა და დამოკიდებულებების გამომუშავება იმისთვის, რომ გახდნენ გლობალური სამყაროს წარმატებული წევრები.

თითოეული ჩვენი მონაწილისთვის ნათელს გავხდით  სამოქალაქო საზოგადოების მოწყობის თანამედროვე კონცეფციას, რათა მათ სრულფასოვანად შეძლონ ადაპტირება   სოციუმში, სადაც უწევთ ცხოვრება.

ჩვენი გაკვეთილები არაფორმალური განათლების მეთოდოლგიით  განხორციელდება. შეხვედრები გამორიცხავს მოსაწყენ ლექციებს. მონაწილეები თავად  შეადგენენ ახალი ცოდნის მიღების სქემებს, თავად იპოვიან ახალ მნიშვნელობებს, დაამყარებენ კავშირებს  განსხავავებულ საგნებს, მოვლენებსა და განსახილველ საკითხებს შორის.

მშობლიურ ენაზე წარმართული ინტენსიური შეხვედრები მონაწილეებს გამოუმუშავებს საკუთარი აზრების, ფიქრებისა და გადაწყვეტილებების გასაგებად  ჩამოყალიბების უნარს.  აქტივობები შეირჩევა  თითოეული მონაწილის  შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ურთიერთობის საფუძველი იქნება ინტერაქცია!

ჩვენო პატარებო, მშობლიურ გარემოს დანატრებულო მშობლებო, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ!

იჩქარეთ! ერთად აღმოვაჩინთ ჩვენი მშვენიერი, არაჩვეულებრივი სამშობლო,ჩვენი საქართველო!

იჩქარეთ! თქვენ გელით მხიარული ანბანი! მოგზაურობა ისტორიის უცნობი ბილიკებით! სახალისო გეოგრაფია! ჯადოსნური ქიმიური ცდები და ფიზიკის  ძნელად ამოსახსნელი კანონების აღმოჩენის სიხარული! საქართველოს ბუნების გაცნობა და ვიდეოტურები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხეში ! მსოფლიოს მიერ აღიარებული  ქართული კულტურის მატერიალური და სულიერი ძეგლების, შედევრების გაცნობა! ქართული მწერლობის ჯადოსნური სამყაროს ნაწილად ქცევა!   შეხვედრები საქართველოში მცხოვრებ თქვენს თანატოლებთან  და მათთან დამეგობრება !

Copy link