სიკეთე გადამდებია

ონლაინსკოლა  აქტიურად უჭერს მხარს მოზარდების მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო ტიპის ინიციატივებს, რომელთა მიზანი სხვებზე ზრუნვის და სოლიდარობის გრძნობის გააზრება და გაღრმავებაა.

ჩვენ ყოველთვის გაგიზიარებთ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეების მხრიდან გაწეული საქველმოქმედო ტიპის ინიციატივების შესახებ , რათა შევქმნათ გარემო, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლეს გაუჩენს სურვილს იყოს „ემიგრანტი ქველმოქმედი“ საკუთარი  სამშობლოთვის. 

„სიკეთე გადამდებია!“ – ფონდის პრეზიდენტისა და ონლაინსკოლის დამფუძნებლის თიკა სვანიძე ვენკოს ეს სიტყვები არა ერთხელ მოგვისმენია და რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადამდები, კეთილი ემოციების გაზიარება ერთმანეთისათვის.

თიკა სვანიძე ვენკო თავად გიამბობთ თუ რას ნიშნავს მისთვის ქველმოქმედება და რა ემოციებს იწვევს:

 

„უზომოდ მაბედნიერებს დახმარებისგან მიღებული ემოცია, რომელიც ჩემში სრულყოფილებას იწვევს და იმ წუთებში კიდევ უფრო ვუახლოვდები ღმერთს, რომელიც სულიერად კიდევ უფრო მაძლიერებს.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს როცა ვხედავ, რომ ჩემს სამ ვაჟკაცშიც პატარა ასაკიდან აისახა სიკეთესკენ ლტოლვა და უფლის სიყვარული. სწორედ ამის შედეგია ის რომ გიორგის, ლევანის და თემურის პატარა ასაკიდან სიკეთის თესვისა და პრობლემების გადაჭრის სურვილი ახარებთ და სიამოვნებას ანიჭებთ.

სწორედ ჩვენმა უფროსმა ვაჟმა, გიორგი ვენკომ, 12 წლის ასაკში მტკიცედ გადაწყვიდა რომ დახმარებოდა საქართველოს, ეწვია სიღნაღის რაიონში მდებარე ბროწლიანის სათნოების სახლს. მათი საჭიროებების დანხავის შემდეგ გიორგიმ საქველმოქმედო ფონდი „დავეხმაროთ საქართველოს“ ჩამოაყალიბა და სკოლისა და ფონდის დახმარებით 40.000 ათასი ევრო მოაგროვა.

14 წლის ასაკში გიორგი ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედის სტატუსით დაჯილდოვდა.

გიორგის სიკეთე მალევე მის უმცროს ძმებსაც ლევანს და თემურსაც გადაედოთ და მათაც დაიწყეს 10 და 11 წლის ასაკში სიღნაღის რაიონში სხვა სათნოებისა და მოხუცთა სახლების დახმარება.

2021 წელს, თებერვლის თვეში ლევანმა წნორის მოხუცთა სახლს მზის გამათბობელები დაუყენა გახარებულმა სიღნაღის მერმა, ბატონმა გოგი გოგილაშვილმა მითხრა, „თიკა თქვენ 3 შვილი კი არა მინიმუმ შვიდი შვილი უნდა გყავდეთ და სიღნაღის რაიონის ყველა მოხუცთა სახლი თქვენი შვილების დახმარებით ამოისუნთქებდაო“ ამის გაგონებამ გამიბრწყინა თვალები და გამახსენდა რომ მე ბევრი საოცარი, კეთილშობილი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული შვილი მყავს, რომლებსაც მარგალიტებივით მსოფლიო მასშტაბით მიმოფანტულებს „ჩვენი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა“  ერთობითა და სამშობლოს სიყვარულით აერთიანებს.

მაშ მოდით ერთად ვაკეთოთ სიკეთე ჩვენი სამშობლოსთვის! ძალა ერთობასა და სამშობლოს სიყვარულშია!“

აღსანიშნავია, რომ ონლაინსკოლის „ონლაინ მაღაზიაში“ განთავსებული ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხის 5% სწორედ, რომ ქველმოქმედებას მოხმარდება.

Copy link