კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები

  • კურსის დონე: საშუალო

კურსის აღწერა

კურსის მოკლე აღწერა და მიზანი  – ქართული კალიგრაფიის კურსი მიზნად ისახავს  მსოფლიოში  ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის, ქართული ანბანის  მოამაგეთა აღზრდას.  ვიდეოგაკვეთილების მონაწილეები მსოფლიოს დამწერლობებს შორის ულამაზესის, ქართული ასო-ნიშნების ორნამენტებად  ჩამოქნასა და ტექსტებისათვის სადღესასწაულო, დაუვიწყარი იერის მიცემას შეძლებენ. გვახსოვდეს,  2016 წლის 30 ნოემბერს ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ჩვენი მონაწილეების კალმები ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ  მთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ასო-ნიშნებს. მათი ნამუშევრები დაამშვენებს საგამოფენო დარბაზებს და, ვინ იცის, იქნებ ქართული ხელნაწერების ეროვნული  ცენტრის საგამოფენო  ნიმუშებადაც იქცნენ.

 შაბათს 20:00 -ზე (საქართველოს დროით) 

ონლაინგაკვეთილზე დასასწრებად დაგჭირდებათ : ✅ თეფშები (თეთრი) ✅სასურველია აკრილის საღებავები ან გუაშები; ✅ ფერები:  შავი, წითელი, ლურჯი და ოქროსფერი და რა თქმა უნდა ✅ფუნჯები

შეხვედრის ნომერი86845977977
თემაკალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები
შეხვედრის სტატუსი Waiting - Not started

Refresh is needed to change status.

დაწყების დროშაბათი, დეკ 11, 2021 20:00
დროის ზონაAsia/Baku
ხანგრძლივობა60
გაწევრიანდით Zoom აპლიკაციის საშუალებით შესვლა ონლაინ გაკვეთილზე
შეუერთდით ვებ ბრაუზერის საშუალებით შესვლა ონლაინ გაკვეთილზე

კურსის სილაბუსი

10 Lessons11h

კალიგრაფი დავით მაისურაძე?

დავით მაისურაძე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს კალიგრაფიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რუსთავსა და ქვემო ქართლში. ქართულ კალიგრაფიას ასწავლის რამდენიმე სკოლაში, ატარებს კალიგრაფიის ვორქშოპებსა და კურსებს სხვადასხვა ასაკის ჯგუფებთან. უძღვება აგრეთვე კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილებს რომელიც, ხორციელდა პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის: „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ ფარგლებში.დავითი ხელს უწყობს კალიგრაფიის ხელოვნებით ახალგაზრდების დაინტერესებას ქვემო ქართლის რეგიონში და მათთვის პერიოდულად ატარებს გამოფენებს. დავითისა და მისი ოჯახის მიერ 2010 წელს დაარსდა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. კონკურსის მიზანია ქართული კალიგრაფიისა და ლიტერატურისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.დავით მაისურაძე, გარდა კალიგრაფიული ნამუშევრებისა, ქმნის კალიგრაფიულ ფონტებს. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კალიგრაფიულ გამოფენებში, მათ შორის კაიროში (ეგვიპტე), კიოლნში, ფრანკფურტში (გერმანია), ბელგრადში (სერბეთი), ბუქარესტში (რუმინეთი).
ქართული კალიგრაფიის მოკლე ისტორია00:00:00
საზედაო ასოები ქართული ხელნაწერების მაგალითზე00:00:00
მეუფე ერეკლეს მდივანი-მწიგნობრიობა კალიგრაფია00:00:00
ორნამენტები ქართული ხელნაწერების მაგალითზე00:00:00
თხზულ-დაქსელილი დამწერლობა, ნიკოლოზ თბილელის კალიგრაფია00:00:00

კალიგრაფი ლეილა ბაღბაია?

ქალბატონი ლეილა ბაღბაია, აფხაზეთიდან დევნილი, თვითნასწავლი კალიგრაფია. ის გახლავთ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების, საქართველოს მხატვარ კალიგრაფთა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრი.ქალბატონი ლეილა ბაღბაია ცდილობს განავითაროს ხელით წერის უძველესი ტრადიცია. ის მისი უნიკალური დიზაინით ქმნის და აფორმებს ქართულ ანბანს. მისივე ნამუშევრების შესაქმნელად იყინებს სხვა და სხვა მასალებს, როგორებიცაა: ტყავი, ქაღალდი, ქვა, თიხა და ფაიფური.ქალბატონი ლეილა ხშირად არის ინიციატორი კონკურსებისა და პროექტების, რომელიც ახალგაზრდა კალიგრაფებს ეხმარება საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენაში.ქალბატონი ლეილა ბაღბაიას კარიერული წინსვლა 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც მან გაიმარჯვა კონკურსში „ქართული კალიგრაფის“. კონკურსი ორგანიზებული იყო საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. წარმატების შემდეგ კი თავად აღმოჩნდა იმავე კონკურსის ჟიურის წევრი.კრიტიკოსები ხელოვნების დარგში, ისტორიკოსები და პროფესორები აღნიშნავენ, რომ ლეილა ბაღბაია „ქართული კალიგრაფია“ კონკურსის ნამდვილი აღმოჩენაა. იშვიათი ადამიანიაა, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ამასთან ერთად მუდმივად ახლის ძიებაში. ის შთაგონების წყაროს ეძებს, ყველგან და ყოველთვის მზად არის ქართული ხელნაწერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს.

ფინალური გაკვეთილი

0

მასალები

  • თაბახის ფურცლები, სახაზევი, ფანქრები, საშლელი, ფერადი პასტები, პასტელები, სქელი თაბsახის ფურცელი, საკაწრი ხელსაწყო (ძველებური კალამი ან საკაწრი ხელსაწყო.)

კურსი აქტიურია: Lifetime

Copy link