შესავალი ჭადრაკის ჯადოსნურ სამყაროში

  • კურსის დონე: დამწყები

კურსის აღწერა

კურსის მოკლე აღწერა და მიზანი: პირველი კურსი მოიცავს ჭადრაკის ყველა საბაზისო ელემენტის გაცნობას და მისი მიზანია, რომ კურსის ბოლოს მოსწავლეებმა იცოდნენ: ჭადრაკის წარმოშობის მოკლე ისტორია, საქართველოს ლეგენდარული მოჭადრაკეების ვინაობა, ჭადრაკის დაფა, ნოტაცია, ფიგურების სვლები, აყვანის წესები, მუქარის შექმნა, დაცვის მეთოდები, შამათი და სხვა.

ჭადრაკსა და განათლებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ ნათლად დავინახოთ, შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ყველა ის დადებითი თვისება, რაც ჩვენი აზრით, ჭადრაკის სწავლებამ შეიძლება შესძინოს ადამიანის გონებრივ  შესაძლებლობებს.

1. შორსმჭვრეტელობა – რომელიც მიიღწევა თითოეული შექმნილი პოზიციისაგან შესაძლო განვითარების გზების გაანალიზებით. ეს უნარი დაგვეხმარება განვჭვრიტოთ მომავალი, ავწონ-დავწონოთ ჩვენი მოქმედების შესაძლო შედეგები.

2. წინდახედულობა – ამ უნარის გამომუშავება ჭადრაკის თამაშისას შესაძლებელია იმ მომენტში სანამ სვლას გავაკეთებთ, რადგან საჭიროა გავითვალისწინოთ და თავიდან ავიცილოთ მეტოქის შასაძლო მუქარები. ეს უნარი ცხოვრებისეულ ყოველდღიურობაში დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

3. სიფრთხილე – რომელიც თამაში წესების მკაცრი დაცვით გამოგვიმუშავდება, ამით მოჭადრაკე ეჩვევა იმას, რომ პასუხი უნდა აგოს ყოველ წინდაუხედავ მოქმედებაზე, როგორც თამაშისას ასევე სხვა სფეროშიც ნებისმიერი გადაწყვეილების მიღებისას.

4. შეუპოვრობა – უნარი, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგვჭირდება, ჭადრაკის თამაშისას ეს უნარი გამომუშავდება, მაშინ, როცა ჩვენთვის არასასურველ პოზიციას მივიღებთ, მაგრამ სულიერად არ დავეცემით და იმედი გვექნება ხელსაყრელი ცვლილებებისა და შეუპოვრად გავაგრძელოთ ახალი შესაძლებლობების ძებნას. ჭადრაკი გამოგვიმუშავებს უნარს, საკმაო ფიქრის შემდეგ ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი, სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზები და გავაგრძელოთ ბოლომდე ბრძოლა, გამარჯვების იმედით.

5. ფიქრის, კონცენტრირების, ანალიტიკური და ლოგიკურ აზროვნებას უნარი – ეს უნარები ერთ-ერთ მთავარ უნარებად მიგვაჩნია, რომლის გაუმჯობესებაც ჩვენი აზრით, ჭადრაკს სხვა დისციპლინებზე უკეთ შეუძლია, ამ უნარის გარეშე წარმოუდგენელია ზოგადად პარტიის წარმართვა, პოზიციაში სწორი გაგრძელების დასახვა, ფიგურების მობილიზება და პარტიის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ხოლო ანალიტიკური აზროვნება პოზიციის სიღრმისეული გაანალიზების შედეგად ყალიბდება. აღნიშნული უნარების განვითარება მოზარდს დაეხმარება ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში, თუნდაც საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისთვის ამ უნარების გამოყენება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

6. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი მოჭადრაკეს თითქმის ყოველი სვლის თამაშის შედეგად უვითარდება. მისი ეს უნარი კი მას საკუთარი აზრის ქონაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

7. წარმოსახვის და წინასწარი ხედვის უნარი თითოეული პოზიციის ცვლილების შედეგად ვითარდება, რადგან ჭადრაკის მოთამაშეს თითოეული შექმნილი პოზიციის შესაძლო ვარიანტების წარმოდგენა და მისი სავარაუდო გაგრძელებების გაანალიზებაც უწევს.

8. ასევე, ჭადრაკის თამაშისას მოწინააღმდეგის მიერ დასახული გეგმის უგულებელყოფას საბოლოოდ წაგებამდე მივყავართ, ამიტომ ჭადრაკის თამაში ავითარებს სხვისი აზრის პატივისცემის, მოსმენის და გათვალისწინების უნარს.

ონლაინგაკვეთილები დასრულდა, მადლობას გიხდით თითოეულ მონაწილეს, სიახლებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მეილზე, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია. 

კურსის სილაბუსი

12h

პედაგოგი – ნატალია ეძგვერაძე (ბიოგრაფია)?

კვალიფიკაცია: 2015 - სინგაპურის ფედერაციის 1 კლასის მწვრთნელი 2005 - ფიდე-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) აკრედიტირებული მწვრთნელი 1999 - ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი 1996 - ჭადრაკის მასწავლებლის ბაკალავრის ხარისხი სამწვრთნელო გამოცდილება: 2019 - დღემდე - მაია ჩიბურდანიძის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის“ დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, მასწავლებელი 2005-2019 - სინგაპურის ჭადრაკის ფედერაციის, აკადემიის, სკოლების, უნივერსიტეტების, ეროვნული ნაკრების და სხვა მასწავლებელი.

გაკვეთილი №1?

• გაცნობა • ჭადრაკის წარმოშობის მოკლე ისტორია • საქართველოს ლეგენდარული მოჭადრაკეები • ჭადრაკის დაფა • ფიგურების დასახელება • საწყისი პოზიცია • ჭადრაკის საათი

გაკვეთილი №2?

ფიგურების სვლები და აყვანის წესები • ეტლი • კუ

გაკვეთილი №3?

ფიგურების სვლები და აყვანის წესები • ლაზიერი • მეფე

გაკვეთილი №4?

ფიგურების სვლები და აყვანის წესები • პაიკი • ნასწავლი ფიგურების სვლების განმტკიცება

გაკვეთილი №5?

ფიგურების სვლები და აყვანის წესები • მხედარი • ნასწავლი ფიგურების სვლების განმტკიცება • ფიგურების ღირებულება და შეფარდებითი ძალა

გაკვეთილი №6?

• ქიში • ქიშისგან დაცვის მეთოდები

გაკვეთილი №7?

• შამათი • პატი

გაკვეთილი №8?

• როქი • ნოტაცია

გაკვეთილი №9?

• განვლილი მასალის გამეორება • დებიუტის თამაშის ძირითადი პრინციპები

გაკვეთილი №10?

• პრაქტიკა • პარტიების განხილვა

გაკვეთილი №11?

• ტესტი • ტესტის პასუხების განხილვა

გაკვეთილი №12?

• მინი ტურნირი
0

მასალები

  • ონლაინსწავლების პროცესში მოსწავლეებს გაეგზავნებათ სასწავლო წიგნის ელექტრონული ვერსია, ინგლისურ ენაზე.

კურსი აქტიურია: Lifetime

Copy link
Powered by Social Snap