საქართველო, საბერძნეთი და ევროპული ღირებულებები

  • კურსის დონე: საშუალო

კურსის აღწერა

საქართველო, საბერძნეთი და ევროპული ღირებულებები – ონლაინკურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ევროპული ცივილიზაციის საწყისები.

ევროპული ღირებულებების სათავეებთან, ძველ ბერძნულ და ბიზანტიურ ცივილიზაციასთან ზიარებით, უკეთ გააზრებინოს თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები;

აჩვენოს ქართული კულტურის როლი და ადგილი საერთო ევროპული კულტურის შექმნის პროცესში ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ბერძნულ-ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს და ამ ურთიერთობათა მნიშვნელობას საერთო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. 

ონლაინგაკვეთილები დასრულდა, მადლობას გიხდით თითოეულ მონაწილეს, სიახლებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მეილზე, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია. 

 

კურსის სილაბუსი

თათია მთვარელიძე?

მწერალი, ელინისტი, მთარგმნელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბოლონიისა და თესალონიკის უნივერსიტეტების მაგისტრი. ასწავლის საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში ბერძნულ და ლათინურ ენებს, ანტიკურ და ევროპულ ლიტერატურას. არის რამდენიმე წიგნისა და თარგმანის ავტორი

ავთანდილ მიქაბერიძე?

მკვლევარი, პედაგოგი, ელინისტი - კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი. მოღვაწეობს საბერძნეთში, ათენის ქართული ინსტიტუტისა (1997 წ.) და კულტურის ცენტრის „კავკასია“ (2005 წ.) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რედაქტორი.

ბერძნული ცივილიზაციის არსი. საბერძნეთი ევროპული ღირებულებების სათავეებთან

ბერძნული მითოლოგია და საქართველო I – პრომეთესა და ამირანის მითები საერთო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში

ბერძნული მითოლოგია და საქართველო II – არგონავტების მითი საერთო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში

მედეა და ოქრომრავალი კოლხეთი. ევროპული ლიტერატურის საწყისები და საქართველო.

წინარებერძნული და ქართველური ენების ურთიერთმიმართება. ქართული ელემენტი ევროპულ ლინგვისტურ სამყაროში

რატომ ბერძნული ენა? – ბერძნული ენის თავგადასავალი

ევროპეს მითი, ანტიკური გეოგრაფია, ქრისტიანობა და საქართველოს ევროპული სახელწოდება (გეორგია)

ქრისტიანობა ევროპული ღირებულებების კონტექსტში: ქრისტიანობის გავრცელება საბერძნეთსა და საქართველოში

ქართული კულტურის კერები საბერძნეთში – საქართველოს ისტორიული გზა ევროპული ინტეგრაციისკენ

ქართულ-ბერძნული მთარგმნელობითი ურთიერთობები. ათონის მთა და საქართველო

ბიზანტიის ქართველი დედოფალი – მარიამ-მართა და დავით აღმაშენებლის ეპოქა

საქართველოს ბერძნები და საბერძნეთის ქართველები – სახალხო დიპლომატია ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში

0

მასალები

  • 
ონლაინკურსზე დასასწრებად ქართული ენის დონე

კურსი აქტიურია: Lifetime

Copy link
Powered by Social Snap