აღმოაჩინე საქართველო (საქართველოს გეოგრაფია)

  • კურსის დონე: საშუალო

კურსის აღწერა

  „აღმოაჩინე საქართველო“ონლაინკურსის მიზანია მსმენელებს საქართველოს გეოგრაფია გააცნოს და  აღმოაჩენინოს დედამიწის  ეს პატარა  „სამოთხე“, სადაც ლურჯი მოლივლივე ზღვა და ოქროსფერი მზე, თეთრ საბანში გახვეული ზამთრის კურორტები, ულამაზესი მწვერვალები თუ ალპური ტბები,  ტყეები  და აქაფებული მდინარეები,  აფერადებული უდაბნოები, ჯადოსნური მღვიმეები, ჩანჩქერები,  მინერალური წყლები, კანიონებია და  სადაც თითოეულ  მხარეს  თავისი  განსაკუთრებული ხიბლი  აქვს. 

ონლაინგაკვეთილები დასრულდა, მადლობას გიხდით თითოეულ მონაწილეს, რომ მოგვეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვირტუალურად გვემოგზაურა და “აღმოგვეჩინა საქართველო”

Meeting does not exist: 123456789.

კურსის სილაბუსი

მაია ბლიაძე?

მაია ბლიაძე ქ. თბილისის №130-ე საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიის მიმართულებით, სწავლის პერიოდში წინასადიპლომო პრაქტიკა გაიარა ქ. ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტში. არის გეოგრაფიის დოქტორი, ევროპისა უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ამჟამად, ასევე მუშაობს მასწავალებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტად. არის საერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური სტატია. არის სასკოლო სახელმძღვანელოებს ავტორი ბუნებისმცოდნეობასა და გეოგრაფიაში, პროფესიული განათლების კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისტ სტუდენტებისთვის. მისი ავტორობით ასევე გამოცემულია გეოგრაფიის ცნობარი და ლექსიკონი, ბუნების ილუსტრირებული ლექსიკონი, გეოგრაფიის ტესტები, გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება (8 წიგნი) და სხვ. მონაწილეობა აქვს მიღებულ მრავალ საერთაშორისო პროექტსა და კონფერენციაში.

„ აღმოაჩინე საქართველო“ – გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა

თბილისი და კახეთი

მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი

იმერეთი და გურია

რაჭა-ლეჩხუმი , სამეგრელო და სვანეთი

აჭარა და აფხაზეთი

ფინალური პრეზენტაციები (სურვილის მიხედვით ჯგუფურად, წყვილურად ან ინდივიდუალურად)

0

მასალები

  • საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული რუკა, ფანქარი, საშლელი.

კურსი აქტიურია: Lifetime

Copy link