ქველმოქმედი, ემიგრანტი ძმების ისტორია

პირველი საერთაშორისო ქართული დიასპორული ონლაინსკოლის მოსწავლე გიორგი ვენკომ საქართველოს დასახმარებლად ქველმოქმედება 12 წლის ასაკში დაიწყო.

ჰოლანდიაში საქველმოქმედო ფონდი “დავეხმაროთ საქართველოს” დაარსა და 2 წელიწადში ამსტერდამის საერთაშორისო სკოლასთან ერთად 40.000 ევროს შეგროვება შეძლო.

გიორგი ვენკომ შეგროვილი თანხით სოფელ ბროწლიანში მდებარე სათნოების სახლს, სადაც 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი ცხოვრობს, წყალი გაუყვანა, გამოუცვალა დაზიანებული სახურავი და გაურემონტა თავად სათნოების სახლის შენობაც. 

პროექტის “წარმატებული ემიგრანტები”-ს ფარგლებში გიორგი სხვა ემიგრანტებთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში, საპატრიარქოში და საკრებულოში იყო მიწვეული.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წარმატებული ქართველი ემიგრანტები გიორგისთან ერთად ბროწლიანის სათნოების სახლსაც ესტუმრნენ. პირადად გაიცნეს ბენეფიციარები, ფულადი დახმარება გაუწიეს და სახელდახელოდ კონცერტიც ჩაუტარეს

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის” ინიციატივით, საქართველოში პროექტი ,,წარმატებული ემიგრანტები” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პირველი საერთაშორისო ქართული დიასპორული ონლაინსკოლის „გაკვეთილების საზღვრების გარეშეს“ მოსწავლე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები გიორგი ვენკო დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი.

გიორგი ვენკო ინდონეზიაშიც იყო მიწვეული, რათა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საკუთარი  გამოცდილება გაეზიარებინა.

საიტის ლინკი – Helptherepublicofgeorgia.Org/

ფეიჯის ლინკი – Facebook.Com/Helprepublicofgeorgia/ 

15 წლის ქველმოქმედი – ლევანი ვენკო წნორის სათნოების სახლს დაეხმარა

ლევანი ვენკო – “ძალიან გახარებული ვარ, რომ შემილძია მოხუცი ადამიანების გახარება”

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მოხუცებისთვის მატერიალურ დახმარებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახსოვთ, უყვართ და მათზე ზრუნავენ. 

უფროსი ძმის გიორგი ვენკოს ქველმოქმედება სამაგალითო აღმოჩნდა უმცროსი ძმებისთვის.

 

 

Copy link